კომპანია Demirören ჰოლდინგი წყალტუბოში ახალი, 5*-იანი სასტუმრო “ძველი ივერიის” მშენებლობაში ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.
კომპანია განიხილავს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები – სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის” თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და “პეტროკას ენერჯი ჯგუფის” დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.