“დანკინი” საქართველოში ქსელის სწრაფ განვითარებას განაგრძობს და 2022 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 100 -მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი. „დანკინი“ დღეში 20 000-მდე მეტი ჭიქა ყავის რეალიზაციას ახდენს. შესაბამისად, ქსელის განვითარების პარალელურად კომპანია საქართველოში ყავის ყველაზე მსხვილი რეალიზატორის პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.
„ჩვენი მისიაა, რომ „დანკინი“ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ყველასათვის ხელმისაწვდომ სივრცეში იყოს წარმოდგენილი. ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ობიექტების განვითარება სხვადასხვა ტიპის ლოკაციებზე, მათ შორის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიების სავაჭრო ობიექტებზე, სინერგიის ეფექტს და წარმატების მიღწევის გაცილებით მეტ შესაძლებლობას გვაძლევს.
საქართველო „დანკინის“ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდა რესტორნების რაოდენობისა და გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით. ქსელის სწრაფი განვითარებით „დანკინის“ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად იზრდება კომფორტი, რომლებსაც ისინი საყვარელი ყავის თუ ადგილობრივი წარმოების, ყოველდღიურად ახალი პროდუქტების მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას მიღებისას გრძნობენ. „დანკინის“ Drive Thru რესტორნები კი ავტომობილიდან გადმოსვლის საჭიროების გარეშე ემსახურებიან მომხმარებლებს და დამატებით კომფორტს უქმნიან მათ“, – აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.