ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 636 235 შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 69.4%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელს, აქ აღდგენის მაჩვენებელი 68%-ს შეადგენს. მსგავსი ტიპის ვიზიტი მიმდინარე წლის 9 თვეში კი თითქმის 3 მილიონი იყო.
2022 წლის იანვარ-სექტემბრის ჯამურ მონაცემებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ 53.8% შეადგინა და 3 892 605 ვიზიტს მიაღწია, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ კი 67.8%.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.