თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრე მინიმუმ 4.0 მაგნიტუდა იყო. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.