თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 2023 წლის 22 ივლისს გამოცემული ბრძანება ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს.
“ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო პროდუქტების ფასის გამოთვლისთვის ერთი ევროს ღირებულება 14.03887 ლირით განისაზღვრება, რაც 30.5%-იანი მატებაა,”- ნათქვამია ბრძანებაში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთი ევროს რეალური ღირებულება ამჟამად 29.77 ლირას შეადენს, შესაბამისად ბრძანებით განსაზღვრული კურსი საბაზროსთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
ჯერჯერობით, უცნობია ეს საფასო მატება რა ეფექტს მოახდენს კონკრეტული მედიკამენტების ფასებზე. ასევე უცნობია რა გავლენა ექნება მას საქართველოში თურქული ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე.
2022 წლის იანვრიდან საქართველოს ბაზარზე თურქეთისთვის განკუთვნილი იაფი მედიკამენტები შემოდის.