საერთაშორისო სააგენტომ Fitch, თურქეთისთვის მიწისძვრის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალი გამოითვალა. სააგენტოს შეფასებით, ქვეყანას დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.
„ეკონომიკური დანაკარგები რთული შესაფასებელია, ისე როგორც სიტუაცია ვითარდება, წინასწარი ვარაუდით, ზარალი გადასცდება 2 მილიარდ დოლარს და შესაძლოა, მიაღწიოს 4 მილიარდ დოლარს და მეტსაც კი“, – წერია ანგარიშში.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 674 ადამიანი დაიღუპა. BBC წერს, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მათი გადარჩენის იმედიც მცირდება.