თურქეთის ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 53,4%-ით გაიზარდა და 46 284 907 000 დოლარამდე შეადგინა. ინფორმაცია თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მეოთხე კვარტლისა და მთელი 2022 წლის მონაცემებშია აღნიშნული, რომელსაც სააგენტო Anadolu ავრცელებს.
2022 წელს პირად საჭიროებებზე ტურისტების ხარჯებმა 34 477 120 000 დოლარი შეადგინა, ხოლო ტურისტულ პაკეტებზე 11 807 895 000 დოლარი დაიხარჯა.
გასულ წელს თურქეთიდან გამგზავრებული ტურისტების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა და 51 369 026 ადამიანი შეადგინა. აქედან 13,7%, ანუ 7 027 504 ადამიანი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეა.
2022 წელს ტურისტულ პაკეტებზე დანახარჯები, რაც ქვეყანაში დარჩა, 125,2%-ით, სპორტზე, განათლებასა და კულტურაზე 90,5%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობებზე 68,9%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში უცხოელი ვიზიტორების 67,1% თურქეთს, ძირითადად მოგზაურობის, გართობის, სპორტისა და კულტურული აქტივობებისთვის ეწვია, ხოლო საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების 64,4% ქვეყანაში ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ჩავიდა.
2022 წელს საზღვარგარეთ გამგზავრებული თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 165,4%-ით გაიზარდა და 7 266 773 ადამიანი შეადგინა. ერთ ადამიანზე საშუალო ხარჯი 589 დოლარი იყო.