თვითლიგირებადი ბრეკეტების უპირატესობები – კლინიკა „ოლ დენტი“
კლინიკა „ოლ დენტი“ 2021 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და მომხმარებლებს პროფესიონალ გუნდთან ერთად : თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიას, იმპლანტოლოგიას და იმპლანტის შემდგომ პროტეზირებას, ორთოდონტიას და ესთეტიკურ სტომატოლოგიას მაღალი დონის მომსახურეობით სთავაზობს.
მომხმარებლის მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე კლინიკა „ოლ დენტის“ ექიმი მარი ანესაშვილი GeobusinessNews.ge-სთან თვითლიგირებადი ბრეკეტებზე, მის უპირატესობებსა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე საუბრობს :
„ თვითლიგირებადი ბრეკეტები – ერთ-ერთი თანამედროვე ბრეკეტ-სისტემაა. სახელი დაერქვათ ლიგატურების არ ქონის გამო, ლიგატურები სტანდარტული ბრეკეტ სისტემების დროს ბრეკეტების რკალზე საფიქსაციო ელემენტებია. თვითლიგირებად სისტემაში კი რკალი ფიქსირდება ბრეკეტზე არსებული თვალით უხილავი საკეტით.
რა უპირატესობები აქვს თვითლიგირებად ბრეკეტებს?
◦ არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა (12 წლიდან და ზევით). ზრდასრულ პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორც მოზარდებში.
- მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება 25-50% არის შესაძლებელი, მხოლოდ ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. (მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 14-18 თვე).
- მკურნალობის პროცესში დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნებების შემცირება, რაც განპირობებულია სუსტი ძალების გამოყენებით.
- ვიზიტების რაოდენობის და ვიზიტებს შორის ინტერვალების შემცირება.
- მკურნალობის შესანიშნავი ესთეტიური შედეგი.
- პაროდონტის უკეთესი მდგომარეობა.
- ლიგატურების არ არსებობა ამარტივებს ჰიგიენურ პროცედურებს“ – მარი ანესაშვილი
კლინიკა „ოლ დენტს“ მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული სიახლეა აქვს, მათ თვითლიგირებად ბრეკეტებს განსაკუთრებულ ფასად 2500 ლარად სთავაზობს, ასევე კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ : თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედო ბანკისა და კლისტალ ბანკის განვადებით, ხოლო Success Card -ის მფლობელები კი დამატებით 15% – იან ფასდაკლებით ისარგებლებენ.