სოციალური ქსელი Twitter-ი შესაძლოა ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ფასიანი გახდეს. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა.
„Twitter-ი ყოველთვის უფასო იქნება რიგითი მომხმარებლებისთვის, თუმცა შესაძლოა დაწესდეს მცირე საფასური კომერციული და სახელმწიფოსთან დაკავშირებული მომხმარებლებისთვის“, – წერს მასკი.
ილონ მასკმა და Twitter-მა კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.