ილონ მასკმა ტვიტერში ფასიანი მომსახურება შემოიღო. იმ მომხმარებლებს, რომელთაც ოფიციალური ანგარიშის აღმნიშვნელი ლურჯი სიმბოლოს დაყენება სურთ, თვეში 8 დოლარის გადახდა მოუწევთ.
მოხმარებლის ავთენტიკურობის დამადასტურებელ სიმბოლოს ძირითადად მაღალი რანგის პირები, ან ცნობილი ადამიანები იყენებენ. ამჟამად ტვიტერის ეს მომსახურება უფასოა.