Business Insider გამოცემის ცნობით, კომპანიამ გააფრთხილა ყველა თანამშრომელი, რომ ოფისების ნაწილი დროებით დაიხურება. მოსალოდნელია, რომ ეს ოფისები მომავალი კვირიდან კვლავ გაიხსნება.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის შიშით დაცული იყოს ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება და ამავდროულად არ მოხდეს კომპანიის სისტემების ხელოვნური დაზიანება და მათ შორის მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის ბოროტად გამოყენება და კომპანიის ამ გზით საბოტაჟირება.
რამდენიმე დღით ადრე ილონ მასკმა მოუწოდა კომპანიის თანამშრომლებს გადავიდნენ ინტენსიური მუშაობის რეჟიმში რათა ააშენონ ახალი Twitter-ი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოუწოდა გათავისუფლებისკენ, ისე რომ მიიღებენ კომპენსაციას. გამოცემის ცნობით, მეორე ვარიანტი რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა აარჩია და მათ უკვე დაწერეს განცხადებები გათავისუფლებაზე