ამერიკის შეერთებული შტატების 22 მილიონი მოქალაქის, (საშუალოდ, 1 ყოველ 15 ამერიკელში) ქონება გასულ წელს მინიმუმ $1 მილიონს უდრიდა, – ინფორმაცია ამის შესახებ UBS-ის გლობალური სიმდიდრის 2024 წლის კვლევის ანგარიშშია აღნიშნული.
ეს მაჩვენებელი, 2022 წლის შემდეგ შემცირებულია – მილიონ დოლარიან ქონებას აშშ-ში მაშინ 22.7 მილიონი მოქალაქე ფლობდა – ამჟამად აშშ-ში მსოფლიოს მილიონერთა 38% ცხოვრობს.
ამერიკელი მილიონერების რაოდენობა სამჯერ აღემატება მეორეადგილოსანი ჩინეთის მილიონერი მოქალაქეების რაოდენობას და მეტიც – უტოლდება ჩინელი და დასავლეთ ევროპელი მილიონერების ჯამს.
2023 წელს, 2022-თან შედარებით, მილიონერთა რაოდენობა პლანეტაზე 59.4 მილიონიდან 58 მილიონამდე შემცირდა, თუმცა მათი საერთო ქონება 4.2%-ით გაიზარდა.