სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveller მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს. ჟურნალისტმა კრის შალქმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილება გაუზიარა.
სტატიაში ქართველი დიზაინერები, მათი მაღაზიები, პროდუქცია, მინანქარი, ხალიჩები, ანტიკვარული ნივთები, სამკაულები და ეროვნული ტანისამოსია აღწერილი. სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ურჩევს, თბილისში მოგზაურობისას, სად დარჩეს, სად იკვებოს, ასევე სად შეიძინოს სუვენირები.
„დედაენის ბაღში, თბილისის ცენტრში, მშრალ ხიდზე ბაზრობაა მოწყობილი. კომუნისტური მმართველობის დაშლის შემდეგ აქ 90-იანი წლებიდან ხალხმა საოჯახო, მემკვიდრეობით მიღებული ნივთები გამოიტანა გასაყიდად. აქ თქვენ ნახავთ სუვენირებს, ხიზილალის ქილებით დაწყებული იშვიათი აზერბაიჯანული მონეტებით გაგრძელებული. აქ არის დეკორატიული ხანჯლები, ფაიფურის ჭურჭელი. შაბათ-კვირას აქაურობა ყველაზე ცოცხალია“, – წერს ჟურნალისტი.