ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება. ასევე ცნობილია, რომ ამ დროისთვის მოსახლეობის 45% სრულად აცრილია.
„ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, მიმდინარეობს ექიმების აქტიური ტრენინგები იმისთვის, რომ მოხდეს შეთავაზება ყველა პაციენტისთვის, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის. დღეისთვის NCDC-საწყობში არის სამი სახის ვაქცინა: „ფაიზერი“, რომელსაც ვადა წლის ბოლომდე აქვს, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომელთა ვარგისიანობა 2023-2024 წლების ბოლომდეა. ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება და ბუსტერ-დოზების მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით მაღალია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, “ფაიზერი” ვადის გასვლის შემდეგ, იანვარში ისევ შემოვა.