დღის სიახლეებისიახლეები

ვაშლის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა

0
გაზიარება

2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 7 მილიონ 922 ათასი დოლარის ღირებულების 12 324 ტონა ვაშლი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზებული საქონლის მოცულობა 2021 წლის მაჩვენებელს 20.6%-ით, ხოლო ღირებულებით უფრო მცირედ 0.8%-ით ჩამორჩება.

სტატისტიკის მიხედვით, ვაშლის ძირითადი საექსპორტო ბაზრები პოსტსაბჭოთა ქვეყნებია.

ვაშლის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:

  1. რუსეთი – 7.5 მლნ დოლარი, 11 658 ტონა;
  2. სომხეთი – 274 ათასი დოლარი, 286 ტონა;
  3. აზერბაიჯანი – 53 ათასი დოლარი, 236 ტონა;
  4. სლოვენია – 16 ათასი დოლარი, 40 ტონა;
  5. ყაზახეთი – 15 ათასი დოლარი, 41 ტონა;
  6. ლიეტუვა – 6 ათასი დოლარი, 42 ტონა.
  7. უკრაინა – 3 ათასი დოლარი, 20 ტონა;

უმნიშვნელო მოცულობით ვაშლი სინგაპურშიც გავიდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი საქართველომ ვაშლის ექსპორტით 703 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინვარში 1 090 ტონა ვაშლი მხოლოდ რუსეთსა და სომხეთში გავიტანეთ. ძირითადი მოცულობები 1 083 ტონა რუსეთში გავიდა.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, გასული წლის განმავლობაში საქართველომ 2 მილიონ 473 ათასი დოლარის ღირებულების 6 338 ტონა ახალი ვაშლი შეიძინა. შესაბამისად იმპორტი როგორც მოცულობით, ასევე ღირებულებით გაიზარდა (2021 წელი 6 338 ტონა, 2.4 მლნ დოლარი).

ქვეყნები, საიდანაც ვაშლს ვყიდულობთ:

  1. თურქეთი – 1.3 მლნ დოლარი, 3 849 ტონა;
  2. უკრაინა – 461 ათასი დოლარი, 1 354 ტონა;
  3. მოლდოვა – 442 ათასი დოლარი, 772 ტონა;
  4. ნიდერლანდები – 164 ათასი დოლარი, 105 ტონა;
  5. პოლონეთი – 42 ათასი დოლარი, 101 ტონა;
  6. ირანი – 28 ათასი დოლარი, 81 ტონა;
  7. სომხეთი – 14 ათასი დოლარი, 43 ტონა;
  8. აზერბაიჯანი – 11 ათასი დოლარი, 19 ტონა;
  9. რუსეთი – 4 ათასი დოლარი, 8 ტონა;

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!