VIEWS OF GEORGIA არის ტურისტული კომპანია, რომელსაც საქართველოში შემოჰყავს უცხოელი ტურისტები
ქართულ ტურისტულ კომპანია Views of Georgia-ს არაბული სახელმწიფოებიდან ტურისტები 2010 წლიდან ჩამოჰყავს და ქართულ ტრადიციებსა და კულტურას აცნობს. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს სააგენტო სრულ ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის მძღოლების, გიდებისა და სასტუმრო მომსახურებას. აეროპორტში ჩამოსვლისთანავე Views of Georgia-ს გუნდი იწყებს ზრუნვას ტურისტის კომფორტზე.
«ჩვენ ვთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ტურისტებს. სტუმრებისთვის კომფორტის შექმნა იწყება აეროპორტიდან, ვხვდებით მანქანით და მიგვყავს სასტუმროში. როდესაც ტურისტები გვიკავშირდებიან ჩვენ ვისმენთ მათ სურვილებს და ვუგეგმავთ შესაბამის ტურს. ტურისტს ვაცნობთ საქართველოს და ვცდილობთ საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გავიტანოთ მათი დახმარებით» – განაცხადა, Views of Georgias დამფუძნებელმა, ჯაბრაილ ციხესაშვილმა GeoBusinessnews-თან საუბრის დროს.
ხშირია შემთხვევა, როდესაც სტუმარი არა ტურისტული, არამედ სამედიცინო მიზნით ჩამოდის საქართველოში. ამ შემთხვევაში, ტურისტული სააგენტო პაციენტსა და ექიმს ერთმანეთს აკავშირებს და შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევს.
ჯაბრაილ ციხესაშვილის თქმით, ტურისტების უმრავლესობა ზაფხულის პერიოდში შემოდის. ძირითადად თბილისსში ჩერდებიან და ათვალიერებენ თბილისს ირგვლივ რეგიონებსა და ღირშესანიშნაობებს. თუმცა, მათი ნაწილი ბათუმსა და ქობულეთში დასვენებას ირჩევს.
ეპიდვითარებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, როგორც ყველა სხვა ტურისტულ სააგენტოს, Views of Georgia-საც ჰქონდა მუშაობა შეჩერებული. ახალ ტურისტულ სეზონს ახალი გეგმებით ხვდებიან და სამომავლოდ ვებსაიტის გაკეთებას გეგმავენ და ტურისტების ჩამოყვანას სხვა ქვეყნებიანაც აპირებენ.
და ათვალიერებინეს ქვეყანას.
View this post on Instagram