დღის სიახლეებიეკონომიკაფინანსები

ვის გადაეცემა თბილისის ანძა

0
გაზიარება

თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტი ეკონომიკურად გამართლებულია და მის განხორციელებას 3 წელი დასჭირდება. ეს განცხადება თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ინვესტორმა ანძის განვითარების ხედვა მერიაში უკვე წარადგინა. ირაკლი თავართქილაძის თქმით, ამ ეტაპზე სწორედ ამ წინადადების განხილვა მიმდინარეობს.

“წინადადების ფარგლებში ის ძირითადი პირობები, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, უცვლელი რჩება, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას უკვე შემდგომ ეტაპებზე გადასვლასთან დაკავშირებით. შემდეგი ეტაპი პირველ რიგში იქნება დეტალური პროექტირება, შემდეგ მშენებლობის ნებართვა და მშენებლობა. ამ ყველა პროცესს დაახლოებით 3-3.5 წელი სჭირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი პირობები არ იცვლება და კომპანიის მიერ ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში ეს პროექტი ეკონომიკურად და ტექნიკურად განხორციელებადია, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას ამ პროექტს ჩვენი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომპანიის მზაობა, რომელიც როგორც ვხედვათ ამ ეტაპზე კომპანიას აქვს”, – აცხადებს თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი თავართქილაძე.

მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ის საინვესტიციო ღირებულება, რომლის განხორციელების ვალდებულებაც KASS GROUP-ს აქვს პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე გაიზარდოს. ინფორმაციას ადასტურებენ KASS GROUP-შიც, სადაც აცხადებენ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით 4 მილიონ დოლარიანი საინვესტიციო ვალდებულება შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც.

კომპანიის დირექტორი ეკატერინე თორდია ამბობს, რომ მიუხედავად პროექტის სიძვირისა მათგან არის მზაობა, რომ პროექტი მომდევნო ფაზაში გადავიდეს, რადგან მისი თქმით, მათ ჯგუფს სჯერა, რომ თბილისის ანძა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი გახდება.

“საინვესტიციო ღირებულება ბევრად აღემატება ინტერესთა გამოხატვისას გამოცხადებულ საინვესტიციო ვალდებულებას. თუმცა ზუსტი ოდენობის თანხის დასახელება თუ რა რაოდენობის ინვესტიციაზე იქნება საუბარი, დღეს არ შეგვიძლია. ეს გამოიკვეთება მხოლოდ დეტალური პროექტირების შემდეგ. თუმცა გაორმაგებულია, თუ უფრო მეტი არა, საინვესტიციო ღირებულება. ჩვენ განვაცხადეთ მზაობა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს დეტალურ პროექტირებას, რაზეც მიმდინარეობს ხელშეკრულებაზე მუშაობა.”-აცხადებს KASS GROUP-ის დირექტორი ეკა თორდია.

ცნობისთვის, თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია. როგორც ჩანს 3 წლის განმავლობაში კერძო სექტორს ანძის განახლების იდეა არ ხიბლავდა. 2021 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. კომპანია KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ის თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!