5 დან 15 ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში.
ვიზიტის მიზანია ქართული კომპანიების დაკავშირება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სტუდიებთან, როგორებიცაა Universal Pictures”, “Disney”, “HBO” და სხვ.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკის პროდუსერთა გილდიის მთავარ კონფერენციაზეც – Produced By Conference. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაცია.
სააგენტო “აწარმოე საქართველოში” საქართველოს კინოინდუსტრიის სფეროს ყველა წარმომადგენელს სამუშაო ვიზიტსა და კონფერენციაში მონაწილეობის და საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.