დღის სიახლეებისიახლეები

წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება

0
გაზიარება

წალენჯიხაში ყველა პირველკლასელი კვებისთვის დღეში 4 ლარს მიიღებს.პროგრამა 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება და ყველა პირველკლასელი დღის განმავლობაში 4-ლარიან დახმარებას მიიღებს.

პროგრამა გათვლილია 180-დღიან სასწავლო პერიოდზე წელიწადში.

„პროგრამის მიხედვით, პირველკლასელებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები და მის გამოყენებას შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში. ბარათით სარგებლობა გარკვეულწილად შეზღუდულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან თანხის გამოტანა და ასევე ბარათის გამოყენება ონლაინ გადახდებისთვის. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ მიმართავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით, ბარათის აღდგენის თაობაზე“, – აღნიშნულია წალენჯიხის საკრებულოს დადგენილებაში.

პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!