დღის სიახლეებისიახლეები

წამწამების აკადემია -Lash dolls academy წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

0
გაზიარება

სასიამოვნო სიახლე SuccessCard.ge -ს მომხმარებლებისთვის, წამწამების აკადემია -Lash dolls academy წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

4 წლის წინ ეკუნა ყურშიტაშვილმა წამწამების აკადემია -Lash dolls academy შექმნა – სადაც შეგიძლიათ დაეუფლოთ ახალ პროფესიას- შეისწავლოთ, როგორც წამწამების დაგრძელება, ასევე ლამინირება. სასწავლო კურსებთან ერთად lash dolls academy -ის სახელით შეიქმნა პროდუქციის ბრენდიც, რომელიც საქართველოში 260 სალონს და ასევე 400 -მდე დამოუკიდებელ სპეციალისტს ამარაგებს, მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთაც. კომპანიაში შესაძლებელია ყველა იმ საჭირო პროდუქტის შეძენა, რაც ამ პროფესიას სჭირდება.

„მაშინ როდესაც გადავწყვიტე, რომ უნდა შემექნმა რაღაც ახალი, საიდანაც დაიწყებოდა ჩემი წარმატებული ნაბიჯების ათვლა და იმ ზღვა ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, რომელიც წამწამების სფეროს მიმართულებით დავაგროვე. თავდაპირველად მომხმარებლებს თავად ვიღებდი, თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ შემეძლო ჩემი ცოდნა სხვებისთვისაც გამეზიარებინა და სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბე აკადემია შემსწავლელი კურსით. გამომდინარე იქედან, რომ ხარისხიანად უმაღლესი სწავლების დონე არ არის საკმარისი თუ ამ სფეროში შესაბამისად ხარისხიანი პროდუქციით არ მუშაობ, გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი ბრენდი და თავად გავმხდარიყავი წარმატების გზა თითოეული კურსდამთავრებულისა და ზოგადად თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელთაც სურდათ და სურთ, რომ იყვნენ ძლიერი, შემდგარი და საკუთარ თავზე დამოკიდებული ქალები.

ჩემი კომპანიის მიზანია პირველ რიგში, მეტი დამოუკიდებელი და საკუთარი პროფესიით დასაქმებული ქალები საქართველოში და დიახ, ამის ცალსახა მაგალითია ის, რომ დღეს დღეობით აკადემიას ჰყავს 950 კურს დამთავრებული და აქედან 300 ოფიციალურად დასაქმებული მათ შორის რამდენიმე ჩემს აკადემიაში.

დიახ, მე ნამდვილად დავიმსახურე ჩემი უდიდესი შრომის შედეგად, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც დღეს ვცხოვრობ. ჩემი მიღწევაა გამარჯვება საკუთარ თავსა და მეორე მეზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვყავს. ჩემი მიღწევაა ასევე ის, რომ უდიდესი დაბრკოლების შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოვდექი და გავაგრძელე ცხოვრება, ჩემი მიღწევაა საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა, განვითარება, გაზრდა. ჩემი მიღწევაა ჩემი შვილის კეთილდღეობა, განათლება და აღზრდა.

დაიწყეთ! არ გაჩერდეთ ! ყველაფერი შეგიძლიათ, რადგან გამორიცხულია ქალმა რაიმე მოინდომოს და არ გამოუვიდეს. შეიძლება, პირველივე ცდაზე გამარჯვებას ვერ მიაღწიოთ, მაგრამ არ გაჩერდეთ ! არ დანებდეთ, არ შეიძლება! „ –  ეკუნა ყურშიტაშვილი , წამწამების აკადემია -Lash dolls academy-ის დამფუძნებელი

მის : თბილისი, ზ.ანჯაფარიძის N4

ტელ :  599 00 00 42

ელ. მისამართი : [email protected]

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!