წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ იმერეთში, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ ბიზნესმენებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ასოციაციის დამფუძნებელმა გუნდთან ერთად მომავალ პარტნიორებს ასოციაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
პროექტის მიზანს 1000 წარმატებული ქართული ბიზნესის გაერთიანება, მათი მედია მხარდაჭერა, გაყიდვების ზრდაში დახმარება და ერთიანი სპეციალური შეთავაზებების სივრცის შექმნა წარმოადგენს. გარდა ამისა მოხდება ერთი მილიონი მომხმარებლის გაერთიანება, რომელშიც როგორც ბიზნესპარტნიორი კომპანიების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სპეციალური ფასდაკლებების ბარათებით ისარგებლებენ. ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების პროდუქციასა და სერვისებზე ფასდაკლებებით ისარგებლონ, რომლებიც Salenews. Ge-ზე განთავსდება.
„ქართული ბიზნესის ასოციაციამ“ რეგიონებში გასვლა დაიწყო, რათა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვედროდით. ჩვენ გვსურდა მათთვის გაგვეცნო ჩვენი მასშტაბური პროექტი, სადაც გვსურს 1000 ქართული ბიზნესის გაერთიანება. რა თქმა უნდა აქ მოიაზრება რეგიონში მყოფი ადგილობრივი ბიზნესებიც.
ჩვენ ვიწყებთ ფასდაკლების ბარათების დაბეჭდვას, სადაც 1 000 000 მომხმარებლის გაერთიანება გვინდა, სწორედ ამ ერთ ბარათში იქნება ყველა ფასდაკლება ჩატვირთული. ამ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაზარდონ გაყიდვები და მომხმარებლები, რომლებიც ჩვენს პლატფორმაზე ითანამშრომლებენ. “- განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა მაია ტატულაშვილმა.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია უკვე 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს.