Webster University Georgia-სა და ბიზნესლიდერთა ფერედაცია “ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ინიციატივით სპეციალური ღონისძიება გაიმართა. Webster University Georgia-სა და ორგანიზაციის „ქალები მომავლისთვის“ შორის გაფორმებული მემორანდუმი სტუდენტი და მეწარმე გოგოებისთვის ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიებაზე პრეზენტაცია ჩაატარეს ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა და აკადემიური საბჭოს წევრმა ერიკ კლიკმა და ვიცე რექტორმა ემინ ჰაჯიევმა.
შეხვედრა Webster Georgia-ს ფილიალის ცენტრალურ კორპუსში ჩატარდა. ღონისძიებას წარადგენდნენ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნვერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე, Webster University Georgia-ს პროექტების ხელმძღვანელი მაია ნონიაშვილი და ორგანიზაციის „ქალები მომავლისთვის“ თავმჯდომარე ნინო კობახიძე.