ალბათ საჯარო სივრცეში უსადენო ინტერნეტთან დაკავშირების პროცესში სპეციალური სარელკამო ბანერი ერთხელ მაინც შეგხვედრიათ. ეს WiFisher-ია.
აღნიშნული სტარტაპის იდეა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიბადა, — “ვფიქრობდი იმაზე, რომ ახალი სტარტაპების უმრავლესობა მუშაობს ონლაინ სივრცეში პროდუქტების შექმნაზე. ეს ცოტა არარაციონალური მეჩვენებოდა, რადგან ციფრული სამყაროს განვითარება არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ მოუნდება სახლიდან გასვლა და ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა”, — ყვება სტარტაპის თანადამფუძნებელი დავით ხოსროშვილი.
პროდუქტი დღეს საქართველოს ბაზარზე თავის კატეგორიაში ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა საქართველოს გარდა WiFisher-მა სადისტრიბუციო პარტნიორების ქსელი დამატებით 23 ქვეყანაში განავითარა.