ახლა, როცა შენ ამას კითხულობ, ვიღაც ზურგის ტვინის ტრავმას იღებს, რაც ნიშნავს მგრძნობელობის დაკარგვას ფეხებში, უარეს შემთხვევაში, ხელებშიც. ისინი მუდმივად სხვებზე დამოკიდებულები ხდებიან. ჩვენ დახმარება გვსურს. საქველმოქმედო ორგანიზაცია Wings for Life აფინანსებს უახლოეს კვლევებს მთელ მსოფლიოში. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზა.
8 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო ირბენს მსოფლიოსთან ერთად. ერთობლივი სირბილის ათვლის წერტილია დინამო არენა (ა. წერეთლის გამზირი #2). თიბისის გუნდის წევრები შეუერთდნენ ღონისძიებას და ჩაერთნენ საქველმოქმედო მარათონში.
2022 წელს, Wings for Life World Run აპლიკაციით ჩატარდება. ეს კიდევ უფრო ამარტივებს გაერთიანებასა და კეთილი საქმისთვის ჯანსაღ აქტივობას. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ლოკაცია/ქვეყანა და დაიწყოთ სირბილი. ასევე, მისი მეშვეობით შეძლებთ დარეგისტრირდეთ რბენაზე ადგილმდებარეობის არჩევის გარეშე და თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი, ლოკაციიდან შეუერთდეთ ღონისძიებას.
ღონისძიების მონაწილეები ირბენენ ათასობით ადამიანთან ერთად მთელი მსოფლიოს გარშემო ერთსა და იმავე დროს. გაირბენენ იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და ამას გააკეთებენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთის, არამედ კეთილი მიზნებისთვისაც. რედბულის Wings for Life World Run-ში გადახდილი თანხის 100%-ს რიცხავს ზურგის ტვინის კველვაში. მისი მიზანია ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზის მოძებნა, უახლესი კვლევების დაფინანსების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.