ბიზნესიდღის სიახლეები

“წყალტუბოს განახლების პროგრამა აქაურობას გამოაცოცხლებს” – Prometheus Epic Hotel & Spa

0
გაზიარება

წყალტუბოში, სოფელ ქვილიშორში მდებარე სასტუმროს Prometheus Epic Hotel & Spa-ს რეზერვაციების მენეჯერი გიორგი გულუა  ზაფხულის ტურისტულ სეზონზე წყალტუბოს დატვირთულობას აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, წყალტუბო იმერეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით სეზონურია, შესაბამისად, სასტუმროები დატვირთილი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლითაა, ოქტომბრის ბოლოდან მომდევნო სეზონამდე კი ქალაქს დამსვენებელი თითქმის არ სტუმრობს.

რაც შეეხება უშუალოდ Prometheus Epic Hotel & Spa-ს, სასტუმროს 80% დაკავებულია, სტუმრებს შორის კი არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებელი ჭარბობს.

სასტუმროს წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული წყალტუბოს განახლების გეგმა მხარეს გამოაცოცხლებს.

„წყალტუბო არის სრულიად სეზონური. ივნისი-სექტემბერი კარგი დატვირთულობა აქვს. არის დღეები, როცა სასტუმროში გასაქირავებელი ოთახები აღარ არის. ოქტომბრის ბოლოდან მეორე სეზონამდე უკვე ჩავარდნა დაიწყება. ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა სეზონზე 80%-ია. ტურისტებს შორის არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებელი ჭარბობს. წყალტუბოს სასტუმროებზე ძირითადად ტურისტული კომპანიების ჯავშნები მოდის, ინდივიდუალური საიტებიდან, როგორიც booking.com-ია, ჯავშნები არ გვაქვს. ტურისტებს შორის ადგილობრივებიც არიან.

წყალტუბოს ტურიზმის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ამ მხარის ნიშა სამკურნალო-სპა მიმართულებებია. ვფიქრობ, წყალტუბოს განახლების პროგრამა აქაურობას გამოაცოცხლებს, შეიქმნება მიზიდულობის ცენტრი. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობადობა ნაკლებია“, – ამბობს ის.

ცნობისთვის: წყალტუბოში მდებარე Prometheus Epic Hotel & Spa-ს გახსნისთვის 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო 26-ნომრიან სასტუმროს, ღვინის მუზეუმს, რესტორანს, ორი ტიპის აუზსა და ჯაკუზს, ასევე საუნას აერთიანებს. კომპლექსი რეგიონში 60 ადამიანს ასაქმებს.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!