დღის სიახლეებისიახლეები

„ხალიკ ბანკი საქართველო“ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს საქართველოში

0
გაზიარება

„ხალიკ ბანკ საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი „BB+” დონეზე ნარჩუნდება. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings სს ხალიკ ბანკ საქართველოს გრძელვადიან რეიტინგს (IDRs) სტაბილური პერსპექტივით “BB+” დონეზე, ხოლო მდგრადობას (VR) „b+”-ადასტურებს.

სს „ხალიკ ბანკის საქართველოს“ უმაღლესი რეიტინგი განპირობებულია ბანკის გაუმჯობესებული მომგებიანობით, სტაბილური დაფინანსებით და ძლიერი დედა ბანკით. სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ (HBK, BBB-/სარეიტინგო მოლოდინით – სტაბილური), სს „ხალიკ ბანკის საქართველოს“ აქციების 100%-იანი წილის მფლობელია. სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ ყაზახეთის საფინანსო ბაზრის უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლის მთლიანი აქტივები 29 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და თავისი არსებობის თითქმის 100 წელს ითვლის. მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი.

ქართულ ბაზარზე „ხალიკ ბანკი საქართველო“ 2008 წლიდან ოპერირებს, როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი, რომელიც კორპორატიულ, მცირე და საშუალო და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს მომხმარებლებს. ბანკი წარმოდგენილია 8 ფილიალით თბილისში, ქუთაისში და ბათუმში და ერთი სერვის ცენტრით ფოთში. ბანკის აქტივებმა 30/09/22-ის მდგომარეობით მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!