დაბალი ბიუჯეტი არასდროს არის პრობლემა! მსოფლიოს გარშემო არსებობს უამრავი ქვეყანა, რომელშიც მოგზაურობა ძალზედ იაფი და ადვილია.
Cost of Living Index-ის ინფორმაციით, ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც კვება, ტრანსპორტი და ცხოვრება ეკონომიურია:
- ინდოეთი
ინდოეთი უზარმაზარი და მრავალფეროვანი ქვეყანაა. ინდური კერძების ფასი 100 ინდური რუპიიდან 300 რუპიამდე მერყეობს, რომელიც საქართველოში 3.39-10.17 ლარს უდრის. საერთო საცხოვრებელში საწოლის დაქირავება კი 3.39 ლარიდან, ანუ 100 ინდური რუპიადან იწყება.
- მოლდოვა
მოლდოვაში მოგზაურობა განსაკუთრებით კარგია იმათთვის, ვისაც მზიანი და თბილი ამინდები უყვარს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი 2 მოლდოვური ლეუდან იწყება (0.29 ლარი). მოლდოვის არც თუ ისე ძვირფას რესტორანში კვება 80 მოლდოვურ ლეუს (11.47 ლარი) ფარგლებში არის შესაძლებელი, ხოლო აპარტამენტის ქირაობა მთელი თვით ქალაქის ცენტრში – 3950 ლეუ (566.56 ლარი).
- ყაზახსტანი
ყაზახსტანში ტურიზმის სექტორი პატარა, მაგრამ უკვე განვითარებადია. მოგზაურები არ ინანებენ, თუ ამ ქვეყანას ესტუმრებიან და კულტურას გაეცნობიან, მაგალითად ცხენების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულსა და მოვლას.
რესტორანში კერძების ფასი 1976 ყაზახური ტენგედან იწყება (11.52 ლარი).
- პაკისტანი
პაკისტანში ტურისტების რაოდენობა წლიურად 1 მილიონს უდრის. ქვეყნის კულტურული ღირსშესანიშნაობები გულგრილს არ დაგტოვებთ და ასევე ნახავთ 5000 წლის ქალაქებს.
რესტორანში კვება 210 პაკისტანური რუპიადან იწყება (2.69 ლარი), ხოლო ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება 20 რუპიით (0.26 ლარი) არის შესაძლებელი.
- აზერბაიჯანი
იმის მიუხედავად, რომ ტურიზმი მსოფლიოში წინ მიიწევს, აზერბაიჯანი ის ადგილია, სადაც ტურიზმი ჯერ კიდევ ნელ-ნელა ვითარდება. გასული საუკუნის 80-იან წლებში ტურისტებისათვის აზერბაიჯანი ჯერ კიდევ საყვარელი ადგილი იყო.
დაბალბიუჯეტურ რესტორანში კერძები 7 აზერბაიჯანული მანათიდან (11.49 ლარი) იწყება, ხოლო მგზავრობა 0.2 მანათშია (0.33).