2024 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ყავის იმპორტი 21%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანამ 11.886 მლნ დოლარის ყავა იყიდა, წელს კი 14.391 მლნ დოლარის. 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ყავის 5 უმსხვილესი ქვეყნებია:
- ინდონეზია – 3.697 მლნ დოლარი
- ვიეტნამი – 2.410 მლნ დოლარი
- რუსეთი – 1.920 მლნ დოლარი
- იტალია – 1.552 მლნ დოლარი
- გერმანია – 1.165 მლნ დოლარი
გასულ წელს 1 კგ ყავის საიმპორტო ფასი საშუალოდ 3.8 დოლარი იყო, წელს კი 4.5 დოლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყავის საიმპორტო ფასი 18%-ით გაძვირდა. მიმდინარე წელს თვეების მიხედვით საშუალო საიმპორტო ფასიებია:
- იანვარი – 4.03 დოლარი;
- თებერვალი – 3.6 დოლარი;
- მარტი – 5.51 დოლარი;
- აპრილი – 4.83 დოლარი;
- მაისი – 4.86 დოლარი.
მონაცემების მიხედვით, წლის დასაწყისიდან მაისთან შედარებით ყავის საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 20.6%-ით გაძვირდა.