ყავის მსოფლიო მოხმარება მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე წელიწადში 1-2%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO) აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანუსია ნოგეირამ ჰანოის კონფერენციაზე განაცხადა.
ნოგეირას შეფასებით, ამაჟამად თავის მოკლევადიან პროგნოზში ICO „უფრო კონსერვატიულია,“ ხოლო ორგანიზაციის წინა პროგნოზი, ყავის საშუალო მოხმარების 3,3%-იანი ზრდის შესახებ, მეტად ოპტიმისტური იყო. მოთხოვნაზე უარყოფითი გავლენა ევროპის მაღალმა ინფლაციამ და უკრაინის ომმა მოახდნა.
ყავის ბაზარი ამ დროისთვის დეფიციტურია, თუმცა ის ვარაუდობს, რომ მიწოდება და მოთხოვნა მომდევნო ორ-სამ წელიწადში დაბალანსდება. ნოგეირა თქმით, რობუსტას ჯიშის ყავის წარმოება არაბიკაზე სწრაფად გაიზრდება და ამ ჯიშზე მოთხოვნა უფრო მაღალი იქნება.
ვიეტნამის ყავისა და კაკაოს მწარმოებელთა ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე, დო ჰა ნამი პროგნოზირებს, რომ ქვეყანაში ყავაზე შიდა მოთხოვნა, ამჟამინდელ 300 000 ტონასთან შედარებით, წელიწადში 5-10%-ით გაიზრდება.
ICO, რომლის სათაო ოფისიც ლონდონში მდებარეობს, ყავის ექსპორტიორთა და იმპორტიორთა საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის წარმოადგენს ქვეყნებს, რომელთა წილიც მსოფლიო ყავის წარმოებაში 90%, მოხმარებაში კი 60%-ია.