დღის სიახლეებისიახლეები

ყოფილი ძალოვანების პენსია 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება

0
გაზიარება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში.

პროექტი ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, შესაბამისად, პენსიის მაქსიმალური ზღვარი იზრდება.

ცვლილებების თანახმად, მთავრობის ინიციატივით შემოთავაზებულია, რომ 560-ლარიანი შეზღუდვა გაიზარდოს 1000 ლარამდე, ხოლო ადამიანებს, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, მათთვის ზედა ზღვარი გაიზარდოს 1200 ლარამდე.

2013 წლის შემდეგ პირველად იცვლება კოეფიციენტების დაანგარიშების წესი და კოეფიციენტების ოდენობა წოდებების მიხედვით 5-დან 25 ლარამდე იზრდება. ზედა ჭერი ასევე იზრდება ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი პარლამენტარებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ყოფილი გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილისათვის.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და დამატებით გათვალისწინებულია 45 მილიონი ლარის ხარჯი.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა კანონით განსაზღვრული პენსიის ზედა ჭერი – 560 ლარი, რომელიც 2006 წელს არის დადგენილი. პირველადი პენსიის ზრდის მიუხედავად, ეს ზედა ჭერი იყო უცვლელი. ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ მრავალი წელი ნამსახურები ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ყოფილ პარლამენტარებს, მოსამართლეებს და ა. შ. შეზღუდული ჰქონდათ უფრო მეტი აკადემიური სტიპენდიის მიღება. ცვლილებით იზრდება ზედა ჭერი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

საკანონმდებლო ცვლილება 2024 წლის 1-ელი მაისიდან უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, მოხდება პენსიის გადაანგარიშება მათთვის, ვისაც უკვე დანიშნული აქვს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!