ლეონარდო და ვინჩის ნახატი, “სამყაროს მხსნელი” Christie’s-ს აუქციონზე 450 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა და მას მიმდინარე წლის შემოდგომაზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ – აბუ-დაბიში, ერთ-ერთ მუზეუმში განათავსებენ, რომელსაც ადგილიბრივები არაბულ ლუვრს ეძახიან. აუქციონის სახლი, მყიდველის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა უცხოური პრესისთვის მალევე ცნობილი გახდა, რომ ნახატი, აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა შეისყიდა.
ნამუშევრის დათვალიერება მსურველებს არაბულ ლუვრში უკვე შეუძლიათ, ხოლო 2019 წლის 24 ოქტომბრიდან – 2020 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, ის დროებით, პარიზის ლუვრში დაიდებს ბინას. შემდეგ კი ისევ აბუ-დაბიში დაბრუნდება.
ნახატის საწყისი ღირებულება აუქციონზე 75 მლნ დოლარი იყო, რაც როგორც ექსპერტები ამბობენ და ვინჩის ნახატისთვის საკმაოდ მცირე. თუმცა საბოლოო ღირებულებამ ყველა რეკორდი მოხსნა, მათ შორის 2015 წლის, როდესაც პიკასოს ნამუშევარი “ალჟირელი ქალები” 179,4 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. მისი მფლიბელი კი დღემდე კატარის მოქმედი პრემიერ-მინისტრია.