დღის სიახლეებისიახლეები

ყველაზე ხარჯიანი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში

0
გაზიარება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მასპინძელი კატარი 12 წლის განმავლობაში ემზადებოდა და აქამდე მოსასვლელად 300 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. ქვეყნის დედაქალაქი დოჰა სრულიად გარდაიქმნა – აშენდა ახალი სტადიონები და სასტუმროები, რომლებმაც მილიონობით ტურისტს უნდა უმასპინძლონ მომდევნო თვეში.

წლევანდელი ტურნირი ყველაზე ძვირად ღირებულია ისტორიაში, ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც შუა აღმოსავლეთში ჩატარდება. ორგანიზატორები ტურნირისგან რეკორდულ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალზე, 5.4 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ელიან.

წელს ყველა თამაში დოჰას პატარა მონაკვეთზე გაიმართება,ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთ-თვიან პერიოდში ქვეყნის დედაქალაქს მილიონამდე ტურისტი ესტუმრება, რაც მთლიანი მოსახლეობის მესამედს შეადგენს. სწორედ ამიტომ, თანხის უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურას მოხმარდა.

თითქმის ყველა, 3 მილიონამდე ბილეთი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაიყიდა. FIFA-ს თანახმად, ადგილობრივებთან ერთად, ყველაზე მეტი ბილეთი საუდის არაბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შეიძინეს.მატჩები 8 სტადიონზე გაიმართება, რომელთაგან 7 ახალია, 1 კი განახლებული.

კატარის ტერიტორიულმა სიმცირემ დამატებითი გამოწვევა შეუქმნა ორგანიზატორებს, რომლებიც ფანების დასაბინავებლად იმგვარ არატრადიციულ ხერხებს მიმართავენ, როგორებიცაა საკრუიზო გემები თუ ბანაკები უდაბნოში. მიზანი 130,000 ადგილის შექმნა იყო, თუმცა სასტუმროთა ნაწილი ჯერ კიდევ არაა დამთავრებული.

მეტროს ახალმა სისტემამ, თანამედროვე სავაჭრო პორტმა, მთავარი აეროპორტის გაფართოებამ და დოჰას ჩრდილოეთით დაგეგმილი ქალაქ ლუსაილის გაშენებამ ქვეყანა მნიშვნელოვნად გარდაქმნა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ამ პროექტების განხორციელების ტემპი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატმა დააჩქარა.

კატარის სიმდიდრის მთავარი წყარო ბუნებრივი აირის მარაგებია და ევროპის ენერგოკრიზისის ფონზე, ქვეყანა განსაკუთრებით ხეირობს გათხევადებული გაზის ექსპორტით. წიაღისეული საწვავის უხვმა რესურსმა ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგის სათავეში მოაქცია. ნავთობის ფასების ზრდამ კი კიდევ უფრო დააჩქარა ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, რომელიც, S&P Global-ის თანახმად, წელს 13%-იანი იქნება.

როგორც გამოცემა The Economist წერს, აქამდე ჩატარებული 14 მსოფლიო ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი, 2018 წლის ჩემპიონატი იყო მომგებიანი მასპინძელი ქვეყნისთვის – ამ წელს რუსეთმა 235 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

FIFA მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს ფარავს, სხვა ყველა დანარჩენზე მასპინძელმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს. მიმდინარე ტურნირის კოლოსალურმა ხარჯებმა პოტენციურ სარგებელთან დაკავშირებითაც მოსახლეობაში ეჭვები გააჩინა.

LNG-ზე ახლა მოთხოვნა მაღალია, თუმცა ევროპა წიაღისეულ საწვავებზე დამოკიდებულების შეწყვეტას ისახავს მიზნად, რაც კატარს მომგებიანიდან წამგებიან პოზიციაში გადაანაცვლებს. თანამედროვე ქვეყნის სტატუსის შექმნა, შესაძლოა, ქვეყანას ტურისტებისა და ბიზნესების მოზიდვაში დაეხმაროს და ეს პროცესი შეამსუბუქოს, პორტებისა და გზების განვითარებამ კი წაახალისოს წარმოება.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!