2022 წლის ბიუჯეტის მონაცემებით, გეგმით განსაზღვრული 300 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 197 მილიონის მობილიზება მოხდა, რაც გეგმის 65.6%-ია.
გასულ წელს ყველაზე დიდ თანხად, როგორც პრივატიზების, ასევე პირდაპირი მიყიდვის გზით 10 უმსხვილესი აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების საერთო ღირებულება 143.2 მილიონი ლარია, ანუ წლიური შესრულების 73%-ია. ტოპ 20 ქონებაზე კი 164 მილიონი ლარი, ანუ წლიური საპრივატიზაციო შესრულების 83% მოდის.
გასულ წელს ყველაზე ძვირად წყნეთის სამთავრობო აგარაკები გაიყიდა, რომლის რეალიზაციით მიღებული თანხა 48.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
სახელმწიფოს მიერ 2022 წელს პრივატიზებული უმსხვილესი ქონების სია:
- წყნეთის სამთავრობო აგარაკები – 48,260,000 ლარი, შემძენი გიორგი თხელიძე; გოგა შერმაზანაშვილი; დავით ჭყონია; ეკატერინე მაღლაკელიძე; ვასილ ხანიშვილი; ზაალ ჭანტურია; ლელა აბაკელია; მერაბ სიჭინავა; შპს იბეროტელი4
- ქალაქ ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 199 441 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – 26,695,736 ლარი, შემძენი შპს „შავი ზღვის სამოთხე 1“
- თბილისში, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო – 16,020,000 ლარი, შემძენი შპს “ჰანსი”
- ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტი – 11,020,000 ლარი, შემძენი შპს ვი არ ვაკე თაუერსი
- ქალაქ თბილისში, რიყის დოქები – 10,020,000 ლარი, შემძენი GLOBAL VICTORY TRUST
- ქალაქ ფოთში, ახალი პორტის მიმდებარედ არსებული ნაკვეთი – 10,005,000 ლარი, შემძენი შპს ნეოიბერია ჯგუფი
- მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მდებარე უძრავი ქონება – 7,283,753 ლარი, შემძენი გოჩა ძნელაძე
- ქალაქ წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმი მედეა – 5,830,000 ლარი, შემძენი შპს ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია
- მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მდებარე 102990 კვ.მ მიწის ნაკვეთი – 4,093,533 ლარი, შემძენი დავით შავგულიძე, გიორგი ცინცაძე გოჩა ქუთათელაძე და ლელა ქუთათელაძე
- დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 88854.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – 4,019,000 ლარი, შემძენი შპს ცენტრი
- ქალაქ წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმი მედეა – 3,152,300 ლარი, შემძენი შპს აკა
- ქალაქ თბილისში, ნავთლუღისქუჩა N8-ში (ნაკვ. 23/010) არსებული 6143.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 2,578,000 ლარი, შემძენი შპს ინტერსითი
- ქალაქ თელავში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე №6ა/№6ბ-ში და დავით აღმაშენებლის გამზირზე №15ბ-ში მდებარე 32351 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები – 2,300,000 ლარი, შემძენი შპს „საერთაშორისო სავაჭრო ჯგუფი“
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დერჩი, სოფელი დღნორისა და ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაკურალეში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთები, ჯამში 350822 კვ.მ – 2,266,370 ლარი, შემძენი შპს „მ-ინვესტმენტი“
- ქალაქ თბილისში, ბერიაშვილის ქუჩა N10-ში არსებული 14449.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – 1,853,000 ლარი, შემძენი ნიკოლოზ ელჩიშვილი
- მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი, გალავანი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთები 108559 კვ.მ., 10000 კვ.მ. – 1,836,000 ლარი, შემძენი შპს „აი ჯი ჯი გრუპი”
- ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე არსებული 10807.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1,805,000 ლარი, შემძენი შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი
- ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩა N12-ში (ნაკვ. 12/015) არსებული 18557.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – 1,704,000 ლარი, შემძენი შპს ჯორჯიან ალიანსი
- ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 4631 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№14 შენობა-ნაგებობები – 1,588,433 ლარი, შემძენი შპს „სამეფო მშენებლობა“
- ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა N58ე-ში არსებული 6923.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1,515,000 ლარი, შემძენი ამირან კაკაბაძე.