ყველზე როგორც მოთხოვნა, ისე ფასი მუდმივად მზარდია. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად კი მისი მომზადების ტექნიკა და სახეობები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.
საქართველოს მარკეტებში ყველის ძვირად ღირებულთა კატეგორიაში ხვდება, ქართული ცხვრის გუდა ყველი, რომელიც ქსელურ მაღაზიებში 1 კგ საშუალოდ, 50 ლარამდე ჯდება.
კიდევ უფრო ძვირია თხის ყველი, 1 კგ-ს ღირებულება დაახლოებით, 87,5 ლარია.
სულგუნი ღვინით 1 კილოგრამი, დაახლოებით, 60 ლარი ღირს.
კასტელო ბრი თეთრი ობით, 1 კილოგრამის ფასი საშუალოდ 95,6 ლარი გამოდის, ხოლო, ლურჯი ობით 190 ლარამდე ღირს.
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყველის სახეობები აქვს „გრანაროლოს“, ზოგიერთი მათგანი, 1 კგ 200 ლარამდეც კი ჯდება.
ამ კატეგორიაში ლიდერია ყველი „პრეზიდენტის“ რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ერთ-ერთი, „მაზრდამი 100 გრამი 48 ლარამდე ღირს, შესაბამისად, 1 კგ-ის შეძენას საშუალოდ, 480 ლარი დასჭირდება.