RSS კატეგორია

საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი განათლებისა და დასაქმების მიღმაა დარჩენილი – აისეტი

0
გაზიარება

აისეტის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი განათლებისა და დასაქმების მიღმაა დარჩენილი.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ ისაუბრა.

„საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მომხდარი რადიკალური სოციალური ტრანსფორმაციის პირობებში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა განათლებისა და დასაქმების მიღმა დარჩენილი ადამიანების საკითხი.

ეკონომიკის ტრადიციული სექტორები შევიდნენ კრიზისში, რადგან უნარები და ცოდნა, რომელიც მათ გააჩნდათ, ახალ რეალობაში აბსოლუტურად არაადექვატური და კრიტიკულ ზღვრამდე იყო უმუშევრობა, მოშლილი იყო სოციალური დახმარების ინსტიტუტები.

მხოლოდ თანდათან და ნელ-ნელა დაიწყო მათი გაუმჯობესება და განვითარება, მაგრამ დღესაც ძალიან ბევრი პრობლემაა. ძირითადად თვითდასაქმების სფერო არის ხელმისაწვდომი, რომელიც დაბალუნარიან შრომას და დაბალ შემოსავალს უკავშირდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

როგორც მან განაცხადა, სასიკეთო ცვლილება იყო 2021 წელს სპეციალური უნარების განვითარების სააგენტოს შექმნა, რომელმაც სიტუაცია შედარებით დაასტაბილურა.

„ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებებიდან, ჩვენთვის, პროფკავშირისთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული განათლების მხარდაჭერის პოლიტიკა, რადგან დასაქმება პირდაპირ კავშირშია პროფესიულ განათლებასთან. 2013 წელს მიღებულ იქნა პროფესიული განათლების სტრატეგია, ეს იყო ევროკავშირის და ცალკეული ევროპული ქვეყნების მხარდაჭერით და საკმაოდ წარმატებები აჩვენა ამ მიმართულებებით. ყველაზე კარგი კი რაც ამ ყველაფერმა მოიტანა იყო ის, რომ 2021 წელს ჩამოყალიბდა სპეციალური უნარების განვითარების სააგენტო, ესეც გაეროს განვითარების დახმარებით. ეს იყო პროფესიული განათლების მართვის ახალი მოდელი, სადაც დამკვეთი არის კერძო სექტორი, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობისა და უკეთესი განათლების უზრუნველსაყოფად.

ამის მერე, სახელმწიფო უმაღესმა სასწავლებლებმა თავად გახსნეს პროფესიული კოლეჯები, სადაც კვალიფიციური მასწავლებლები მუშაობენ და ისინი აღჭურვილნი არიან საჭირო საგანმანათლებლო რესურსით. თუმცა, ეს კოლეჯები უფრო საჭიროა რეგიონის უნივსერსიტეტების ნხარდაჭერისათვის და მნიშვნელოვანია ასევე წვდომა, რომ ასაკის მიუხედავად არ იყოს შეზღუდვა“ – აღნიშნა მაია კობახიძემ.

მისი თქმით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა უწყვეტი განათლების სისტემის კუთხითაც.

„2017 წელს განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების პროგრამა შეიტანა საჯარო სკოლებში და სწორედ საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის მასშტაბური პირველი პრეცენდენტი იყო და ამან მოსწავლეებსაც მისცა შესაძლებლობა, სკოლის პროგრამის პარალელურად დაეუფლოს პროფესიულ სწავლებას. ის, თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი, მალე გამოჩნდება. მთავარი არის ის, რომ შრომის ბაზარზე რომელი კადრების საჭიროებაც არის, იმ კადრების მომზადება მოხდეს ახალგაზრდებში, რომ შემდეგ უკვე კერძო სექტორის დახმარებით მათი დასაქმება მოხდეს“ – განაცხადა მაია კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!