ფინანსები

სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ₾150-ით ძვირდება

0
გაზიარება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 20 ივნისიდან სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება. კერძოდ, დღეს მოქმედი 200-ლარიანი საფასური, 350 ლარამდე იზრდება.

ცვლილების მიზეზის გასარკვევად “ბიზნეს ფორმულა” ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება სხვა ფაქტორებთან ერთად, იმან განაპირობა, რომ საქართველოში გზათსარგებლობის საფასური 12 წელია არ შეცვლილა.

„გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200 ლარი) მოქმედებს.

ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტრუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

გალფის საშემოდგომო საჩუქარი კახეთს!

გალფი უერთდება "რთველი 2022"-ს და მთელ კახეთის რეგიონში 15 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს გალფ კლუბის ბარათის მფლობელებს. აქცია თვის ბოლდე გაგრძელდება და ფასდაკლების მიღებას მომხმარებლები შემდეგ ავტოგასამართ…

ბაზისბანკი პირველ ადგილზეა ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით

ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 2022 წლის 8 თვის შედეგებით 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს. ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ბაზისბანკი ქართულ ბანკებს შორის პირველ ადგილს იკავებს იურიდიული…

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. წინა პროგნოზით, 2022 წელს ზრდა 3%-ს შეადგენდა, ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეს მაჩვენებელი  8%მდე გაზარდა და რეგიონალური ეკონომიკური…

ერთ თვეში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.13 მლრდ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცით  კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.13 მლრდ ლარით (2.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!