უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიატექნოლოგიები

2024 წლისთვის USB Type-C ყველა მობილური ტელეფონის საერთო დამტენი პორტი გახდება

0
გაზიარება

ევროკავშირში მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს 2024 წლიდან სტანდარტული დამტენი მოწყობილობა ექნებათ. ასეთ შეთანხმებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე მიაღწიეს, რასაც ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

2024 წლის შემოდგომისთვის USB Type-C ყველა მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და კამერისთვის საერთო დამტენი პორტი გახდება.

ბიზნეს პრეს ნიუსის მიერ მომზადებულ სტატიაში წერია, რომ ეს ნაბიჯი არის ევროკავშირის ფართო ძალისხმევის ნაწილი, რაც ევროკავშირის პროდუქტების „გამწვანებას,“ ელექტრონული ნარჩენების შემცირებასა და მომხმარებლების ცხოვრების გაადვილებას ემსახურება.

ახალი წესების მიხედვით, მომხმარებელს ყოველ ჯერზე, როცა ახალ მოწყობილობას შეიძენს, სხვა დამტენი და კაბელი აღარ დასჭირდება. ისინი ყველა მცირე და საშუალო პორტატული ელექტრონული მოწყობილობისთვის ერთი დამტენის გამოყენებას შეძლებენ.

მობილური ტელეფონები, ტაბლეტები, ელექტრონული წამკითხველები, ყურსასმენები, ციფრული კამერები, ყურსასმენები, გარნიტურები, პორტატული სათამაშო კონსოლები და პორტატული დინამიკები, რომლებიც კაბელის საშუალებით იტენება, მწარმოებლისგან დამოუკიდებლად, USB Type-C პორტით უნდა აღიჭურვოს. ახალ წესებს, მათი ძალაში შესვლიდან 40 თვემდე, ასევე, ლეპტოპები უნდა მოერგოს.

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ ახალი ვალდებულებები დამტენის მეორად გამოყენებას გაახშირებს და მომხმარებლებს დამტენის არასაჭირო შესყიდვებით წელიწადში, დაახლოებით, 250 მლნ ევროს დააზოგინებს.

დადგენილია, რომ უტილიზებული და გამოუყენებელი დამტენები წელიწადში, დაახლოებით, 11 000 ტონა ელექტრონულ ნარჩენს შეადგენს.

ევროკავშირის ამ გეგმიდან გამომდინარე, Apple თავისი iPhone სმარტფონების კონფიგურაციას Lightning კონექტორის გარეშე ტესტავს, რომელიც შესაძლოა, USB-C-მ ჩაანაცვლოს. კომპანია iPhone-ის ისტორიაში დატენვის პორტს მეორედ შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ შესაძლოა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს აღნიშნული ჩანაწარი,  თუმცა ამ ეტაპზე…

საქართველოდან სანელებლების ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი, ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის…

Starbucks-ი მეშვიდე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კვების ბრენდია

Starbucks-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სარესტორნო ბრენდების რეიტინგში ლიდერობას იმყარებს Brand Finance-ის მონაცემებით გასული წლის განმავლობაში, ბრენდის ღირებულება 17%-ით, 53,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაეხმარა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!