საქართველოში “ბილაინის” ქსელის მფლობელი იცვლება – შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ დაუჭირა მხარი. კომისიის სხდომიდან ირკვევა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.
სხდომის თანახმად, “ბილაინი” ამჟამად ეკუთვნის VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ “ვიონი საქართველოს” ფლობენ, კერძოდ WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის “ვიონი საქართველოს 71%, Investico Alliance LTD-ის კი “ვიონი საქართველოს” 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში ეს ორივე ფირმა “ვიონი საქართველოს” 100%-იან წილს ფლობს.
Investico Alliance LTD-ის და WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის შესყიდვის შემდეგ ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ვიონი საქართველოს” 100%-იანი მესაკუთრე ხდება. ბილაინი აქტიურად გააგრძელებს ძირითადი ქსელის განვითარებას, იმისთვის, რომ საქართველოსი რაცშეიძლება მეტ მომხმარებელს მიუწვდებოდეს ხელი 4G კავშირზე.