დღის სიახლეებისიახლეები

1-ლი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება

0
გაზიარება

1-ლი იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება-ტარიფი შეუმცირდებათ როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში “ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს.

თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 18,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი იანვრიდან ტარიფი 15,041 თეთრამდე შეუმცირდებათ. 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 22.053 თეთრიდან 19.053 თეთრამდე დაიკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.537 თეთრიდან 23.537 თეთრამდე შემცირდება.

“ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს, აქაც ტარიფი 3 თეთრით მცირდება. შესაბამისად, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 17.731 თეთრიდან 14.731 თეთრამდე უმცირდებათ, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 21.707 თეთრიდან 18.707 თეთრამდე იკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.227 თეთრიდან 23.227 თეთრამდე მცირდება.

ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით 3 თეთრით მცირდება არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც.

tarifi-1703758129.jpg

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!