დღის სიახლეებისიახლეები

1-ლი ივნისიდან საქართველოში უცხოელებისთვის სავალდებულო ტურისტული დაზღვევა წესდება

0
გაზიარება

1-ლი ივნისიდან საქართველოში უცხოელებისთვის სავალდებულო ტურისტული დაზღვევა წესდება

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 1-ლი ივნისიდან მხოლოდ სამოგზაურო დაზღვევით იქნება შესაძლებელი.

საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და დადგენილება სწორედ მაგ დროისთვის დამტკიცდება. შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა პირობებით მოუწევთ უცხოელებს დაზღვევის შეძენა.

აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი წერს,რომ საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული არიან, სამოგზაურო დაზღვევა ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიებისგან შეიძინონ. უცხოური ტუროპერატორები თავიანთ კლიენტებს უკვე აფრთხილებენ, რომ უმჯობესია, დაზღვევის პოლისი მოგზაურობამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე შეიძინონ, რომ საქართველოს საზღვარზე არსებული პრობლემები მაქსიმალურად აიცილონ თავიდან.

10 დღიანი პოლისი, საშუალოდ, 45-90 ლარი ღირს.

დაზღვევამ 5,000 დოლარის ოდენობის ამბულატორიული და გადაუდებელი სერვისები უნდა უზრუნველყოს, ასევე, 30,000 დოლარის სტაციონარული მომსახურება დაფაროს.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაგეგმილზე მეტი ხნით დარჩა, მას დაზღვევის ონლაინ განახლება შეუძლია ან საქართველოს სადაზღვევო კომპანიებისგან დამატებითი პაკეტი უნდა შეიძინოს.

სააგენტოს ინფორმაციით, დაზღვევის არარსებობისთვის ჯარიმა 300 ლარის ოდენობით დაწესდება. თუ ჯარიმა დროულად არ იქნა გადახდილი, დამატებითი საჯარიმო სანქციის სახით ის 600 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთ თვეში გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხა 900 ლარამდე გასამმაგდება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!