დღის სიახლეებისიახლეები

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაიაფდა

0
გაზიარება

2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა. ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 1.1%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მიონაცემებით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებში მოხვდა ანტიბიოტიკები, ხახვი და წიწიბურა.

2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:

  • ანტიბიოტიკები – 27%-ით გაიაფდა;
  • ხახვი – 23.5%-ით გაიაფდა;
  • წიწიბურა – 23%-ით გაიაფდა;
  • კომბოსტო – 17%-ით გაიაფდა;
  • სიმინდის ფქვილი – 15.6%-ით გაიაფდა;
  • კარტოფილი – 10.6%-ით გაიაფდა;
  • მზესუმზირის ზეთი – 8,6%-ით გაიაფდა;
  • მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 8,3%-ით გაიაფდა;
  • მანანის ბურღული – 8%-ით გაიაფდა;
  • პელმენი (ნახევარფაბრიკატი) – 7,4%-ით გაიაფდა.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!