დღის სიახლეები

10 თვითი, რომლის გამოც ვარსკვლავებმა მილიონები დაკარგეს

0
გაზიარება

პლატფორმა Twitter-ს დღესდღეობით საკუთარი საქმიანობის გასაზიარებლად უამრავი ვარსკვლავი და ბიზნესმენი იყენებს. წლების განმავლობაში, იყო უამრავი შემთხვევა, როცა ცნობილმა ადამიანებმა არასწორი თვითების გამო, ვარსკვლავებმა მომხმარებლების არ მოწონება დაიმსახურეს და მილიონებიც კი დაკარგეს.

გთავაზობთ თვითებს, რომლებიც ცნობილ ადამიანებს მილიონები დაუჯდათ:

  1. კრისი ტეიგენი

2021 წელს, კრისი ტეიგენი მსახიობ კორტნი სტოდენის ბულინგში დაადანაშაულეს. როგორც გამოცემა Glamour აცხადებს, ეს ყველაფერი კრისის ხუმრობა იყო, როდესაც მან ასაკს ხაზი გაუსვა. ამის შემდეგ მოდელმა რამდენიმე კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

  1. ილონ მასკი

ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა ილონ მასკმა უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ტექსტი დაწერა:

“მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:

– განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.

– ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

„ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია“ – მილიარდელმა ამ თვითის მეშვეობით, უამრავი ფოლოუერი და ასეული მილიონი საკუთარი ანგარიშიდან დაკარგა.

  1. დანი მეთერსი

2017 წელს, Playboy-ის ყოფილმა მოდელმა აპლიკაცია სნეპჩეთში სპორტდარბაზში ხანდაზმულ ქალს ფოტო გადაუღო, გამოაქვეყნა და სხეულის გამო დასცინა, რაც ძალიან მალე თვითერში ვირუსულად გავრცელდა და ბრალიც კი წაუყენეს პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით.

  1. სიილო გრინი

მომღერალს 2012 წელს უცნობ ქალზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ. სიილომ ამის შესახებ, უამრავი თვითი დაწერა, მაგრამ, The Voice-ში ჟიურის სტატუსი ჩამოერთვა და 6.5 მილიონი დოლარი დაკარგა.

  1. ამანდა ბაინსი

ამანდა ბაინსი 2013 წელს თვითერზე ძალიან აქტიური გახლდათ. სოციალურ ქსელს კარგად ახსოვს, როგორ წერდა ნეგატიურ თვითებს ცნობილ ადამიანებზე. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული იყო, როცა მომღერალ რიანასა და კრის ბრაუნის ურთიერთობა საჯაროდ გაარჩია და რიანას გარეგნობის გამო დასცინა.

მსახიობს სტუდიებმა მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს, რის შედეგადაც დიდ ხნიანი კარიერული პაუზა ჰქონდა და მილიონები დაკარგა.

  1. სპაიკ ლი

რეჟისორმა სპაიკ ლიმ 2012 წელს გააზიარა ჯორჯ ზიმერმანის მისამართი, რომელმაც ფლორიდაში უიარაღო მოზარდი მოკლა. მისამართი სინამდვილეში მოხუც წყვილს ეკუთვნოდა და მათ უამრავი მუქარა მიიღეს. სპაიკს ამის შემდეგ უჩივლეს და ჯარიმაც დააკისრეს.

  1. კევინ სფეისი

სფეისი სერიალის გადასაღებ მოედანზე ქასთის წევრებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. შემდეგ, მან ეს ბრალდება თვითით უარყო, თუმცა ის შოუდან მოხსნეს და 31 მილიონი დოლარი მოსთხოვეს.

  1. კარლოს როდრიგესი

დირექტორმა G2 Esports-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლოს როდრიგესმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო წვეულებიდან, სადაც ტეიტი იყო მის გვერდით. ვიდეოს გამოხმაურება მოჰყვა და კომპანიამ მას სთხოვა დაეტოვებინა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, რადგან ტეიტს მუდამ ადანაშაულებდნენ სექსუალურ ტრეფიკინგში.

კარლოს როდრიგესს ეს ყველაფერი 10 მილიონი დოლარი დაუჯდა.

  1. ჯ. კ. როულინგი

„ჰარი პოტერის“ ავტორმა გამოაქვეყნა არაკორექტული თვითი მენსტრუაციის შესახებ, რის გამოც ჰარი პოტერის წიგნების საცალო ვაჭრობა საგრძნობლად დაეცა.

  1. ემბერ ჰარდი

მსახიობმა ემბერ ჰარდმა, რომელსაც ჯონი დეპზე ძალადობაში დებდნენ ბრალს, თვითერზე გამოაქვეყნა ბმული, რომელიც დეპის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებისთვის, მის წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოიყენეს.

ცილისწამებისთვის ჰარდმა სასამართლოში წააგო და 10.35 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!