დღის სიახლეებისიახლეები

17 ივლისის ჩათვლით კალოუბნისა და წნორისწყლის ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

0
გაზიარება

20 აპრილის 09:00-დან 17 ივლისის 18:00 საათამდე დედაქალაქის მერიის ცნობით,კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში, წნორისწყლისა და კალოუბნის ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

„20 აპრილიდან 7 მაისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა კახეთის გზატკეცილიდან საცხენისის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძღოლები წნორისწყლის ქუჩის გახსნილ მონაკვეთზე გადაადგილებას შეძლებენ კახეთის გზატკეცილიდან სტან სტორიმანსისა და საცხენისის ქუჩების გავლით; 8 მაისიდან 25 მაისამდე შეიზღუდება მოძრაობა წნორისწყლისა და საცხენისის ქუჩების კვეთაზე. მძღოლები კახეთის გზატკეცილის, სტან სტორიმანსის, საცხენისის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ.

სამუშაოების ფარგლებში, 26 მაისიდან 12 ივნისამდე გადაიკეტება წყორისწყლის ქუჩა, საცხენისის ქუჩიდან შუამთისა და წნორისწყლის ქუჩების კვეთის ჩათვლით. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საცხენისის, შუამთის, თრიალეთის, კალოუბნის, გიორგი აბაშვილის ქუჩებისა და კახეთის გზატკეცილის გამოყენებით; 13 ივნისიდან 30 ივნისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა. კერძოდ, შუამთისა და კალოუბნის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი. მძღოლები შუამთის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება პირველიდან 17 ივლისის პერიოდს, სამუშაოები კალოუბნის ქუჩაზე, წნორისწყლის ქუჩის კვეთიდან კალოუბნის N34-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მხოლოდ ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე იწარმოებს, დღის განმავლობაში კი მძღოლები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ. კერძოდ, 17 ივლისის ჩათვლით, ტრანსპორტი ღამის საათებში გადაადგილდება თრიალეთის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით, დღის განმავლობაში კი, დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზის მთლიანი მონაკვეთი არ ჩაიკეტება და მძღოლები იმოძრავებენ არსებული მარშრუტის შესაბამისად.

დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები კალოუბნის N34-ის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელ გზაზე ჩატარდება. შესაბამისად, ცენტრალურ გზებზე მოძრაობა არ შეიზღუდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!