ტექნოლოგიებიდღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

(ვიდეო)17 წლის სტუდენტმა,მკლავის პროთეზი შექმნა,რომლის კონტროლიც გონებით შეიძლება

0
გაზიარება

17 წლის ბენჯამინ ჩოიმ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, მაგრამ იაფი მკლავის პროთეზი შექმნა, მან უეცრად გამოჩენილი თავისუფალი დრო დამატებითი ხელის შესაქმნელად გამოიყენა — სარდაფი ლაბორატორიის მსგავს ოთახად გადააქცია და ხელის პროთეზის შექმნა 75-დოლარიანი 3D პრინტერისა და სათევზაო ძუის გამოყენებით დაიწყო.

როგორ მუშაობს მკლავის პროთეზი?

რადგან ჩოის 3D პრინტერით 12 სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ნაწილის დაბეჭდვა შეუძლებელი იყო, მას საკუთარი მკლავის უფრო მცირე ნაწილებად დაშლა მოუწია. იმისათვის, რომ მოწყობილობას ემუშავა, შესაბამისი კოდიც კი დაწერა.

ისიც ვიცით, რომ მოძრაობისას ტვინში რთული ამოცანები სრულდება. სწორედ ამიტომ,  ჩოიმ გადაწყვიტა, ამ შემთხვევაში ელექტროენცეფალოგრაფიის მეთოდი (EEG) გამოეყენებინა. იგი ტვინის ელექტრულ აქტივობას ორი სენსორით ასახავს. ერთი ყურზე, მეორე კი შუბლზეა მოთავსებული და EEG მონაცემებს აგროვებს. ხოლო მიღებული ინფორმაცია მკლავს Bluetooth-ის საშუალებით მიეწოდება, ბოლოს კი AI-ს მოდელი, რომელიც მკლავში ჩიპის სახით არის მოთავსებული, მას მოქმედებად გარდაქმნის.

რამდენად კარგად იმუშავებს ეს მოწყობილობა?

იდეის განხორციელებიდან 6 თვის შემდეგ ჩოიმ ვიდეო გამოაქვეყნა YouTube პლათფორმაზე და ჯოზეფ დუნის, რომელსაც ზედა კიდურები ამპუტირებული ჰქონდა, ყურადღება მიიპყრო. მან მკლავის დიზაინში, დაფინანსებასა და ტექნიკური ნაწილის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

უკვე 2 წლის შემდეგ კი მკლავის პროთეზმა უამრავი ტესტი გაიარა და ახლა იგი უფრო მაღალი ხარისხის მასალებისგან შედგება, მას 4 ტონამდე დატვირთვის ატანაც შეუძლია. ჩოი კი ამტკიცებს, რომ კონკრეტულ მოწყობილობას 95-პროცენტიანი სიზუსტე აქვს, თუმცა კომერციული დიზაინერების თქმით, ეს მაჩვენებელი 73.8%-ს უდრის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაშინ, როცა ხელის პროთეზის დამზადება ათასობით დოლარი ღირს, კონკრეტულ მოწყობილობას მხოლოდ 300 დოლარი სჭირდება. ჩოი კი არსებული მოდელის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რათა ეტლით მოსარგებლე და მეტყველების პრობლემის მქონე ადამიანებს დაეხმაროს…

მსგავსი სიახლეები

ქართულ ბაზარზე ფისტა 1 000%-იანი ფასნამატით იყიდება

2023 წლის 4 თვეში საქართველოში ახალი და ხმელი ფისტის იმპორტი 3.3-ჯერ გაიზარდა.საქართველომ 883.6 ათასი აშშ დოლარის 523 ტონა ფისტა იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 261.7 ათასი დოლარის 259.4 ტონა თხილეული. წელს 1 კგ…

დღეიდან A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეუძლიათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, დღეიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის…

დღეიდან პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები - „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება, რომელთა სარგებლობასაც პროგრამაში ჩართულ პირებს მერია სრულად დაუფინანსდებათ - ამის შესახებ…

გმირთა მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კვლავ იგეგმება. კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს. პროექტს ახორციელებს შპს…

1 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,5972 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0053 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 7733 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!