დღის სიახლეებისიახლეები

18 იანვარს სტუდენტური კონკურსი 20 000 ლარიანი საპრიზო ფონდით სტარტს აიღებს

0
გაზიარება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი,
20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია  18 იანვრის ჩათვლით გრძელდება.
ჰაკათონის თემაა: ხელოვნური ინტელექტი და განათლება.აღნიშნული AI ჰაკათონი არის საინტერესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და ტექნოლოგიური უნარები რომ განახორციელონ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიიღონ 20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდიდან დაფინანსება. მნიშვნელოვანია ასევე ისიც რომ ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს ეყოლებათ მენტორები, რომლებიც გაუწევენ კონსულტაციას უშუალოდ მუშაობის პროცესში.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ ტექნიკურ დავალებას, რომელიც მათი ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას და 7 დღის გამავლობაში, მენტორებთან ერთად იმუშავებენ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე. საბოლოო შედეგს კი ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. ხოლო 2024 წლის მაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენენ საბოლოო პროდუქტს და შეხვდებიან ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპიდან.

აღსანიშნავია ასევე რომ მარათონის მონაწილეებისთვის BTU-ს MIT – Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში, ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.

AI  ჰაკათონის მთავარი პარტნიორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. პარტნიორები კი არიან: საერთაშორისო აიტი კომპანია Devexperts და გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori. ჰაკათონის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!