დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

20 დეკემბრიდან ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს

0
გაზიარება

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების გამოშვებას “საქართველოს მეფეების” სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტებს მეფე ვახტანგ გორგასალს უძღვნის. ამ მონეტების გამოშვება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა, მათი დამზადებისა და, შესაბამისად, გამოშვების პროცესი ობიექტური მიზეზების გამო ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში გარკვეულწილად გაჭიანურდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან იწყებს მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე 5 ლარის ნომინალის მონეტების ეტაპობრივად გაყიდვას. ოქროს მონეტის ფასი 1 380 ლარია და მათი შეძენა საქართველოს ეროვნულ ბანკში შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:

  • 2022 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.
  • 2023 წლის 3 იანვრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.ge
  • 2023 წლის 16 იანვრიდან დაიწყება ოქროს მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით – ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

ვახტანგ გორგასლის ვერცხლის საკოლექციო მონეტების გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი და მასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა

2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი…

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!