დღის სიახლეებისიახლეები

2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება

0
გაზიარება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება.

მიზანი მოქალაქეების სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

,,2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით. შედეგად, მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას”, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, კიდევ მეტად გაძლიერდება ნოტარიუსების როლი და სანოტარო ბიუროების ხელმისაწვდომობა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები პარლამენტს ახალ სამთავრობო პროგრამას ,,ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის” წარუდგენენ.

მსგავსი სიახლეები

ხელოვნური ინტელექტი სმარტფონებში

ხელოვნური ინტელექტის სმარტფონები -  სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების მწარმოებლები უკვე აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ტელეფონებში დანერგვაზე. OpenAI-ის ChatGPT, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოვიდა,…

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საქართველოს მოსახლეობის 94.7 %-ს მოიცავს

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით მოცულია საქართველოს მოსახლეობის 94. 7 % . 1.3 მლრდ ლარით დაფინანსდა მილიონამდე ადამიანი და 2 823 000 სამედიცინო შემთხვევა.…

გონიოში მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრის მოწყობა იგეგმება

აჭარაში, გონიოში მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრის მოწყობა იგეგმება - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობებიდან ირკვევა, რომ დაინტერესებულმა…

საბერძნეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 1341%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი საბერძნეთთან 2024 წლის იანვარში 1341%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საბერძნეთში 5.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!