მოგზაურობასაინტერესო სიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

2022 წლის მსოფლიოს ტოპ-10 ღირსშესანიშნაობა

0
გაზიარება

ცნობილმა ტურისტულმა პლატფორმა Tripadvisor-მა 2022 წლის მსოფლიოს ტოპ-10 ღირსშესანიშნაობა დაასახელა. რეიტინგი პლატფორმის მომხმარებლების მიერ დატოვებული შეფასებების მიხედვით არის შედგენილი. შეგახსენებთ, Tripadvisor-ი მსგავს სიას სხვადასხვა კატეგორიაში ყოველწლიურად აქვეყნებს. პლატფორმამ მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე გამოავლინა ტოპ-10 ტურისტული მიმართულება, ასევე გამოაქვეყნა საუკეთესო პლაჟების ათეული.

Tripadvisor-ის 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ღირსშესანიშნაობებიდან უმეტესობა ორ ქვეყანაში, ესპანეთსა და იტალიაშია თავმოყრილი. ჩამონათვალს კი ბარსელონაში მდებარე კათოლიკური ბაზილიკა, „საგრადა ფამილია“ ლიდერობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ ფრანცისკო დე პაულა დელ ვილარის ხელმძღვანელობით 1882 წლის 19 მარტს დაიწყო. 1883 წელს პროექტის მთავარი არქიტექტორი ანტონიო გაუდი გახდა, რომელიც ნაგებობაზე გარდაცვალებამდე, დაახლოებით 40 წელი მუშაობდა.

1930-იანი წლების ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს „საგრადა ფამილია“ ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. 2005 წელს ნაგებობას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. „საგრადა ფამილიას“ უჩვეულო არქიტექტურული სტილი კატალონიური მოდერნიზმის, ესპანური გვიანი გოტიკის, კატალონიური ნუცენტიზმისა და არტ-ნუვოს ნაზავად მიიჩნევა.

ჩამონათვალში მეორე ადგილს რომში მდებარე კოლოსეუმი იკავებს. გიგანტური ამფითეატრის მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში, 72 წელს დაიწყო და ტიტუსის იმპერატორობის დროს, 80 წელს დასრულდა. კოლოსეუმი ცნობილია გლადიატორთა ბრძოლებით, რომელიც ძველ რომში მაყურებელთა თანდასწრებით ხშირად იმართებოდა.

Tripadvisor-ის სიაში მესამე პოზიციაზე ნიუ-იორკში მდებარე ემპაირ სტეიტ ბილდინგია. 102-სართულიანი თანამედროვე არტ-დეკოს სტილის შენობა არქიტექტურული ფირმა Shreve, Lamb & Harmon-ის მიერ არის დაპროექტებული. მისი მშენებლობა 1930 წლის 17 მარტს დაიწყო და 1931 წლის 11 აპრილს დასრულდა. მანჰეტენზე მდებარე ემპაირ სტეიტ ბილდინგი 1931-1970 წლებში ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს ინარჩუნებდა.

Tripadvisor-ის 2022 წლის მსოფლიოს ტოპ-10 ღირსშესანიშნაობის სრული სია კი ასე გამოიყურება:

  1. საგრადა ფამილია – ბარსელონა, ესპანეთი
  2. კოლოსეუმი – რომი, იტალია
  3. ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ნიუ-იორკი, აშშ
  4. შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთი – აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  5. გალერეა უფიცი – ფლორენცია, იტალია
  6. ესპანეთის მოედანი – სევილია, ესპანეთი
  7. იგუასუს ჩანჩქერი – ფოს-დუ-იგუასუ, ბრაზილია
  8. რომაული აბანოები – ბათი, გაერთიანებული სამეფო
  9. ღმერთების ბაღი – კოლორადო-სპრინგსი, აშშ
  10. ტრევის შადრევანი – რომი, იტალია

მსგავსი სიახლეები

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი, 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. სამიტს 400 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც…

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ახალი ამბების წამყვანი

მსოფლიოს 10 უმდიდრეს ახალი ამბების წამყვანი: 1.შეპარდ სმიტი - 25 მილიონი დოლარი შეპარდ სმიტი Fox News-ის გადაცემაში Shepard Smith Reporting-ის წამყვანის პოზიციას იკავებდა. ახლა კი არხის ახალი ამბების განყოფილებაში მმართველი…

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი   წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ…

KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის,KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!