შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, ვაკანსიების მონიტორინგის შედეგად 2022 წელს 62 ვაკანსიაში დისკრიმინაციული ნიშნები გამოიკვეთა.
39 ვაკანსიაში გამოიკვეთა დასაქმებაზე კანდიდატთა შეზღუდვა ასაკის ნიშნით, 21 შემთხვევაში – სქესის ნიშნით შეზღუდვა, ხოლო 2 ვაკანსია გარეგნობისა და ოჯახური მდგომარეობის საფუძვლით კანდიდატთა გამორჩევას ითვალისწინებდა.
„დამსაქმებელთა მიერ საჯარო წესით გამოქვეყნებული ვაკანსიების ტექსტები, რომლებიც შეიცავდა დისკრიმინაციისაგან დაცულ სხვადასხვა ნიშნებს, მათ შორის 39 ვაკანსიაში გამოიკვეთა დასაქმებაზე კანდიდატთა შეზღუდვა ასაკის ნიშნით, სქესის ნიშნით შეზღუდვა კი, გამოიკვეთა 21 შემთხვევაში, ხოლო, გარეგნობისა და ოჯახური მდგომარეობის საფუძვლით კანდიდატთა გამორჩევას 2 ვაკანსია ითვალისწინებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთსა და იმავე ვაკანსიაში არათანაბარი მოპყრობისაგან დაცული რამდენიმე ნიშანი იკვეთებოდა. სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურად აგრძელებს მონიტორინგს დამსაქმებელთა მიერ საჯარო სივრცეში ვაკანსიის გამოქვეყნებისას დისკრიმინაციული კრიტერიუმების განსაზღვრის პრევენციას, რათა უზრუნველყოფილ იქნას არათანაბარი მოპყრობისაგან თავისუფალი, კანდიდატთა მიერ სამუშაოზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების სათანადო მექანიზმი“, – სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური