დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს GWP-ის წმინდა მოგება 106.034 მლნ ლარი იყო, რაც თითქმის 77%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს

0
გაზიარება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2022 წელი მოგებით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს. კერძოდ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება 106.034 მლნ ლარი იყო, რაც თითქმის 77%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. 2021 წელს კომპანიის მოგებამ 60.013 მლნ ლარი შეადგინა.

ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული ამონაგები – 195.672 მლნ ლარი იყო.

ანგარიშგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ თანამშრომელთა ხელფასებზე 15.409 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო პრემიებზე – 2.173 მლნ ლარი.

როგორც კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ჩანს, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 671.554 მლნ ლარის აქტივები იყო.

კომპანია GWP საქართველოში 1997 წლიდან ფუნქციონირებს. მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“, ხოლო მმართველი ორგანოა საერთო კრება.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია- ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის…

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს…

განმეორებითი ცნობებისა და მოწმობების აღება ფასიანია

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები განმეორებით მიიღონ, აუცილებელია წარადგინონ, წერილობითი განცხადება და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმობის თუ ცნობის განმეორებით…

ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა

ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის…

ელვის პრესლის ორიგინალი ფეხსაცმელი აუქციონზე 150 000 დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის ლურჯი ფეხსაცმელი Henry Aldridge and Son -ის აუქციონზე 120,000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 152,000 აშშ დოლარი) გაიყიდა. 1956 წელს, როდესაც ჩარტებში მოხვდა, მომღერლის სადებიუტო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!